„წყლის ცხოველები“- გარდაბნის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ენციკლოპედია“ შექმნეს
17-11-2023

გარდაბნის N3 საჯარო სკოლაში, პედაგოგები მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებაზე, შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.

სწორედ ამიტომ, ისინი ბავშვებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ და მათ შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას აძლევენ.

ამჯერად, III კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ სევდა შახვერდიევას ხელმძღვანელობით, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, თავიანთი პატარა მეგობრებისთვის ენციკლოპედია „წყლის ცხოველები“ დაამზადეს. 

ბავშვებმა ენციკლოპედია, დიდი მონდომებით, ინტერესით, ხალისითა და ენთუზიაზმით შექმნეს. როგორც სკოლაში გვიყვებიან პედაგოგი მას საბავშვო ბაღის ბავშვებს გადასცემს.

აქტივობამ მოსწავლეები გაახალისა და მოტივაცია აუმაღლა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები და აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203