მუხურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლებს ღონისძიება მიუძღვნეს
16-11-2023

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის საჯარო სკოლაში პედაგოგის როლი და ღვაწლი დაფასებულია.

სწორედ ამიტომ, მასწავლებლის ეროვნული დღე მოსწავლე-მასწავლებლებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს.

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - მანანა ხუციშვილმა, სკოლაში, ღონისძიება ჩაატარა.

ღონისძიებაზე ბავშვებმა მასწავლებლებს ლექსები, სიმღერები მიუძღვნეს და საყვარელი პედაგოგები დაახასიათეს.

„ღონისძიების მონაწილეებმა ლექსებითა და მისალოცი სიტყვებით კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს მასწავლებლის უზადო შრომა მომავალი თაობის ღირსეულად აღზრდის საქმეში“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლის პედაგოგიური კოლექტივი დიდ მადლობას უხდის პედაგოგ მანანა ხუციშვილს აღნიშნული ღონისძიებისა და მასწავლებლებისთვის ლამაზი დღის ჩუქებისათვის.

შეგახსენებთ, რომ მასწავლებლის ეროვნული დღე საქართველოში წელს დაწესდა და ყოველწლიურად, 27 ოქტომბერს - ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის - იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203