„ერთად ვიზრუნოთ გარემოზე - ჩვენც დედამიწის შვილები ვართ“ - საინტერესო პროექტი მუხურის საჯარო სკოლაში
17-11-2023

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი - „ერთად ვიზრუნოთ გარემოზე - ჩვენც დედამიწის შვილები ვართ“, ხორციელდება. 

აღსანიშნავია, რომ პროექტი სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გაიმართა და მასში ჩართულია სამოქალაქო განათლების კლუბი და მოსწავლეთა თვითმმართველობა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრები სკოლის საზოგადოების წევრებთან.

შეხვედრები მოიცავს შემდეგ აქტივობებს: გარემოს დაცვითი თემატიკის ბროშურებისა და აბრების დამზადებას, თემის კონკრეტულ ლოკაციებზე დასუფთავებას, აქცია-პერფომანსის გამართვას.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები პროექტში დიდი მონდომებითა და შემართებით არიან ჩართულნი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203