მუხურის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური შეჯიბრი ჩატარდა
17-11-2023

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის საჯარო სკოლის მოსწავლეები არაფორმალური განათლების პროექტებში აქტიურად არიან ჩართულნი. 

ამჯერად, სკოლამ მონაწილეობა მიიღო, შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტის „ტვინების ბრძოლა“ შიდასასკოლო კონკურსში.

ინტელექტუალური თამაშის მიმდინარეობას სკოლაში პედაგოგი ირაკლი გაბრიჭიძე ხელმძღვანელობდა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის ფარგლებში განხორციელდა ორი აქტივობა: 1. შეჯიბრი ჭადრაკში 2. ინტელექტტური - „რა? სად? როდის“.

პროექტის განხორციელებაში ჩართული იყო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა.

ინტელექტუალური თამაშის მონაწილეები სამახსოვრო სიგელებით დაჯილდოვდნენ. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოზარდების ლოგიკური აზროვნების განვითარებასა და არაფორმალური მეთოდებით განათლების დონის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203