წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში მე-6 კლასის მოსწავლეებისთვის საინტერესო შეხვედრა გაიმართა 
17-11-2023

წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და ლიტერატურის სიყვარულს შთააგონებენ. 

მე-6 კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის - ქეთო ღვინჯილიას ინიციატივით, სკოლის  ბიბლიოთეკაში გამართეს საინტერესო შეხვედრა.

სკოლის ბიბლიოთეკარმა კესო წურწუმიამ, მოსწავლეებს გააცნო ბიბლიოთეკის მიზნები და ამოცანები, რომელიც  ექვემდებარება სკოლის  მიზნებსა და ამოცანებს, ისაუბრა რომ ბიბლიოთეკის დანიშნულებაა ყოველმხრივ შეუწყოს ხელი მოსწავლეთა საგანმანათლებლო-აღმზრდელობით საქმიანობას, პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებას. ბიბლიოთეკა იცავს თავის ფონდს, აკომპლექტებს  ახალი საგანმანათლებლო, მხატვრული, სამეცნიერო თუ სხვა პროფილური ლიტერატურით,  უზრუნველყოფს მათ ხელმისაწვდომობას.

ქართული ენის პედაგოგმა - ქეთო ღვინჯილიამ მოსწავლეებს კიდევ ერთხელ აუხსნა, რომ დიდი ძალა აქვს წიგნების კითხვას, წიგნი გვაძლებს  შესაძლებლობას ვიყოთ მეტად თავდაჯერებულები, მოტივირებულები, გავიმდიდროთ ლექსიკური მარაგი,  განვივითაროთ ანალიტიკური აზროვნება.    

ღონისძიების ბოლოს მექვსეკლასელებმა წიგნებიდან ნაწყვეტები წაიკითხეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203