ბაღდათის N1 სკოლის მოსწავლეთა სახალისო აქტივობა და ყანჩელის კომპოზიციის შთაგონებით ჩამოსხმული შოკოლადი 
17-11-2023

ბაღდათის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ და აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა ჩართულობით, სკოლაში, მრავალფეროვანი აქტივობები ტარდება.

ამჯერად, სკოლის მე-5 კლასში, პედაგოგ ნუკრი კარკაძის ხელმძღვანელობით, საინტერესო, მრავალფეროვანი სახის აქტივობა ჩატარდა.

„მოსწავლემ მითხრა: „მას! „მოცარტის“ შოკოლადი თუ არსებობს, ქართული „ყვითელი ფოთლები“ რატომ არ არსებობსო?“, - გვიყვება მასწავლებელი.

სწორედ ამ სიტყვების შემდგომ განხორციელდა კლასში სახალისო აქტივობა, სადაც მოსწავლეებმა გია ყანჩელის კომპოზიციის შთაგონებით, შოკოლადი მოადუღეს და ჩამოასხეს.

აღნიშნულ დღეს მათ საჭირო უნარები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

ეს დღე მოსწავლეთათვის საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.

პედაგოგი კლასის დამრიგებელ ლია ტყემალაძესა და მისი მე-5 კლასის ბავშვებს მადლობას უხდის აღნიშნულ აქტივობაში ასეთი ჩართულობისთვის.

სკოლაში, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და მათი უნარების განვითარებას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით დიდი ყურადღება ეთმობა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203