„შემოდგომა ფოთოლცვენის სიზმარია“ - მერენიის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ღია ცის ქვეშ გამართული ფერადი ღონისძიება
17-11-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლებისა და სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართვის მიზნით, საინტერესო ღონისძიებებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის 1-ელ კლასში, ქართული ენის მასწავლებლის - თამარა მელიქიძის ხელმძღვანელობით, ბავშვებმა შემოდგომას საინტერესო აქტივობები მიუძღვნეს.

ბავშვებმა, ღია ცის ქვეშ თემატური ლექსები წაიკითხეს, შემოდგომის სეზონი დაახასიათეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

აქტივობაში ისინი დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებით უნარებს ავითარებს, რაზეც სასკოლო საზოგადოება აქტიურად ზრუნავს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203