ჯანდარას საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეები მუზეუმს სტუმრობდნენ
16-11-2023
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარას საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებზე ორინეტირებული გარემოა შექმნილი. 

პროფესიონალი პედაგოგები კი მათ მნიშვნელოვან და საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ. ამჯერად, VIII კლასის მოსწავლეები სტუმრად მუზეუმში იმყოფებოდნენ. ისინი გასვლით აქტივობაში კლასის დამრიგებლის - მაია ჯოხაძის ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებით ჩაერთნენ. 

მოსწავლეებმა სამუზეუმო სივრცე და იქ დაცული ექსპონატები დაათვალიერეს. გარდა ამისა, მუზეუმის მუშაობის პრინციპებს გაეცნენ. მერვეკლასელებმა დრო სასიამოვნოდ გაატარეს, ერთმანეთს კიდევ უფრო დაუახლოვდნენ და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203