მარტუნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ანბანის სწავლა საინტერესო აქტივობებით გაჯერეული გაკვეთილით დაიწყეს
16-11-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ანბანის სწავლა მრავალფეროვანი აქტივობებით დაიწყეს.

ქართული ენის მასწავლებელმა, გურამ მურმანიშვილმა პატარებს პირველი ასო-ბგერები მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღია გაკვეთილით გააცნო. 

ღია გაკვეთილს ესწრებოდნენ მოსწავლეთა მშობლები და სკოლის დირექტორი.

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, პლასტილინით გამოძერწეს ასო-ბგერები  -„ა“ და „ი“.

ეს დღე პირველკლასელებისთვის საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203