„ჩვენ ტოლერანტები ვართ!“ - საინტერესო პროექტი ეწერის საჯარო სკოლაში
16-11-2023
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები სოციალურ თემებზე საინტერესო აქტივობებს აწყობენ.
ამჯერად, სკოლაში პროექტი თემაზე - „ჩვენ ტოლერანტები ვართ“ ჩატარდა, რომელშიც ბავშვები დიდი მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.
მათ საინტერესო, თემატური ნახატები და პლაკატები შექმნეს. პედაგოგთან ერთად, ბავშვებმა ასევე ისაუბრეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, საზოგადოება იყოს შემწყნარებელი. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ყველა ადამიანი თანასწორუფლებიანია.
ეს დღე საინტერესო და ინფორმაციული იყო მოსწავლეთათვის.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები სკოლაში თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას უწყობს ხელს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს