ბათუმის N22 საჯარო სკოლის მოსწავლეები ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს საგანმანათლებლო აქტივობებით გამოეხმაურნენ
16-11-2023

დღეს, ტოლერანტობის დღე აღინიშნება.

ბათუმის N22 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს აძლევენ არა მხოლოდ ხარისხიან საგნობრივ განათლებას, არამედ მათ ტოლერანტობას, კაცთმოყვარეობას ასწავლიან. 

შესაბამისად, ბათუმის 22 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ელიტა კახიძე და მე-6 კლასის მოსწავლეები ამ მნიშვნელოვან დღესასწაულს გამოეხმაურნენ.

ისაუბრეს თუ რას ნიშნავს ტოლერანტობა?  აღნიშნეს, რომ საზოგადოების თითოეული​ წევრი უნდა იყო შემწყნარებელი. მოსწავლეები ასევე ჩაერთნენ პედაგოგის შეთავაზებულ მრავალფეროვან აქტივობებში და ამ კუთხით ცნობიერება მეტად აიმაღლეს. 

გაეროს გადაწყვეტილებით, ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 16 ნოემბერს აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203