„ოქროსფერი შემოდგომა“  - ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება ჩატარდა
16-11-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეები სხვადასხვა შემოქმედებით აქტივობასა და ღონისძიებაში მონდომებით მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება - „ოქროსფერი შემოდგომა“ ჩატარდა, სადაც თითოეულმა კლასმა თავი გამოიჩინა.

მათ ზეიმზე შემოდგომის ნობათი წარადგინეს, ლექსები წაიკითხეს, სიმღერები შეასრულეს და შემოქმედებითი უნარები გამოავლინეს.

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას უდიდესი ყურადღება ეთმობა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203