წაჩხურუს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის მრავალფეროვნება ხელოვნების გაკვეთილზე შემოქმედებითი აქტივობებით წარმოადინეს
17-11-2023

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წაჩხურუს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებასა და საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

სწორედ ამიტომ, სკოლაში, სხვადასხვა სახის აქტივობა და ღონისძიება იმართება.

ამჯერად, სკოლაში, ხელოვნების გაკვეთილზე, პედაგოგ ლამზირა სხულუხიას ხელმძღვანელობით, აქტივობა „ოქროსფერი შემოდგომა“ ჩატარდა, რომელშიც 1-ელი და მე-3 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ბავშვებმა გაკვეთილზე თემატური ნახატები, პლაკატები შექმნეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

ეს დღე მათთვის ნაყოფიერი და საინტერესო იყო.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და საგაკვეთილო პროცესში ჩართვაზე აქტიურად ზრუნავენ.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203