მერენიის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თემატური ნამუშევრები შექმნეს
16-11-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი თარიღი აღინიშნება.
სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა, რასაკვირველია, არც ტოლერანტობის საერთაშორისო დღე დარჩენილა. ამასთან დაკავშირებით, მე-2 კლასის მოსწავლეებმა თემატური აქტივობები განახორციელეს. ისინი მათ მიმდინარეობაში ხელოვნების მასწავლებლის ხელმძღვანელობით დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
მათ სხვადასხვა თემატური ნახატი შექმნეს და გააფერადეს. გარდა ამისა, ყურადღება ისეთ მნიშვნელოვან ცნებაზეც გაამახვილეს, როგორიც ტოლერანტობაა, აქტივობებმა დიდი წარმატებით ჩაიარა.
როგორც სკოლაში ამბობენ, მეორეკლასელებმა იაქტიურეს და ცოდნა გაიმყარეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს