ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე გიორგი აფხაიძემ „ეტალონის“ ოქროს სიგელი დაიმსახურა
16-11-2023
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე გიორგი აფხაიძემ საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპონატ „ეტალონში“ ცოდნა და შესაძლებლობები გამოავლინა. 

აღსანიშნავია, რომ ის დისტანციური კონკურსის მეორე ეტაპზეც გადავიდა და „ეტალონის“ სპეციალური ოქროს სიგელით დაჯილდოვდა.

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონი“, ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203