მერენიის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
16-11-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს, მოსწავლეთა განვითარებაზე კი პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს. 

ამჯერად, მე-5 კლასის მოსწავლეებმა ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელთან ერთად, ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. მათ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს და თემატური პლაკატი დაამზადეს. აქტივობაში ყველა დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთო. 

მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, ტოლერანტობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203