
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი პამაჯის საჯარო სკოლაში, პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობები ტარდება.
ამჯერად, სკოლაში, საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე - „ოქროს შემოდგომა“ მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, სახალისო სკეტჩები დადგეს და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
ამ დღეს, კლასში, მათ ასევე სხვადასხვა საინტერესო ნამუშევარი წარადგინეს. ბავშვებმა აღნიშნული შემოქმედებითი პროდუქტის შექმისთვის ხილი, ბოსტნეული, გირჩები და გამხმარი ფოთლები გამოიყენეს.
ღონისძიებაზე საუკეთესო ნამუშევრების ავტორები გამოვლინდნენ, რომლებიც დაჯილდოვდნენ.
„იმ დღეს ჩვენი სკოლა, შემოდგომის ერთ პატარა კუთხეს ჰგავდა, სადაც ფოთლები ქარში ცეკვავდნენ ბოლო ცეკვას“, - გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: