
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ინტელექტუალურ და შემეცნებით თამაშში დიდი მონდომებით მონაწილეობენ, სადაც წარმატებას აღწევენ.
ამჯერად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის გაიმართა ინტელექტუალური შეჯიბრი - „რა? სად? როდის?“, სადაც 1-ელი ადგილი სიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაიკავეს.
მათ ცოდნა, შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს და სკოლა ასახელეს.
სკოლაში ნიჭიერი მოსწავლეების წარმატებით ამაყობენ და მათ კიდევ ბევრ გამარჯვებას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა წარმატებას სკოლაში მუდამ მხარს უჭერენ.
იხილეთ ფოტოები: