
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლაში შემოქმედი მოსწავლეები იზრდებიან. ამ მიმართულებით მათი უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ და მრავალფეროვან აქტივობებსა თუ ღონისძიებებს სთავაზობენ.
დიდი დმანისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მასწავლებლის - მაია მთვარაძის მითითებით, ხელოვნების გაკვეთილზე შეასრულეს ნამუშევრები.
მე-4 კლასის მოსწავლეთა ნამუშევრების თემა იყო - „შემოდგომის ფერები“, მე- 2 კლასელებმა კი შემოქმედებითი პროდუქტი შექმნეს თემაზე - „ტყე შემოდგომით“.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან საგაკვეთილო პროცესში. გაკვეთილები არის ყოველთვის მრავალფეროვანი და საინტერესო. ეუფლებიან როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ ცოდნას.
„ჩემი მიზანია მოსწავლეებს განუვითარდეთ შემოქმედებითი აზროვნების და ფანტაზიის უნარი“,- გვეუბნება პედაგოგი მაია მთვარაძე.
იხილეთ ფოტოები: