ახმეტის N1 საჯარო სკოლის მე-5 კლასში საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა
16-11-2023
ახმეტის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, მე-5ბ კლასში საგნების - ჩვენი საქართველოსა და ბუნების ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები უდიდესი მონდომებით ჩაერთნენ. მათ ბაწარის ნაკრძალში ყოფნისას მიღებულ შთაბეჭდილებებსა და ზოგადად, საქართველოს მხარეების მრავალფეროვნებასა და განსხვავებულ გარემოში ცხოველებისა და მცენარეების შეგუებულობის თავისებურებებზე ისაუბრეს.
გაკვეთილმა დიდი წარმატებით ჩაიარა, მოსწავლეებმა შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცოდნა გაიღრმავეს.
„გაკვეთილი იყო ინოვაციური, შემოქმედებითი და შემეცნებითი ხასიათის, ფორმალური და არაფორმალური აქტივობების ეფექტურად გამოყენების საფუძველზე“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს