ახმეტის N1 სკოლის მოსწავლეები უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე გერმანიის ელჩის მოადგილეს შეხვდნენ
16-11-2023

ახმეტის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები გერმანულ ენას ხალისითა და ინტერესით ეუფლებიან და გერმანული ენის პედაგოგის იამზე ბასილაშვილის დახმარებით ხარისხიანი ცოდნის მიღებით საკუთარ მომავალზე ზრუნავენ. 

8 ნოემბერს, თელავში, ი. გოგებააშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მოადგილის, ტანია ჰუტის ორგანიზებით ჩატარდა ღონისძიება - „გერმანული დიდებისა და პატარებისათვის“, რომელშიც მონაწილეობდნენ ახმეტის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები და გერმანული ენის პედაგოგი იამზე ბასილაშვილი.

მრავალფეროვანმა პროგრამამ შესაძლებლობა მისცა მოსწავლეებს ესაუბრათ გერმანულ ენაზე საელჩოს წარმომადგენლებთან.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, განსაკუთრებით საინტერესო იყო მათი საქმიანი საუბარი ელჩის მოადგილესთან გერმანიაში სწავლის გაგრძელების საკითხებზე.

„მშობლები და მოსწავლეები უფრო მეტად დარწმუნდნენ, რომ გერმანული ენა მათ ცხოვრებაში დიდი შანსია“,-დასძენენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203