
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტსა და საგანმანათლებლო აქტივობაში დიდი მონდომებით ერთვებიან.
როგორც გვიყვებიან, ამჯერადაც, სკოლა ახალ გამოწვევებს წარმატებით შეხვდა.
გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარლგებში, სკოლის მოსწავლეთა გუნდი ილიაუნის გამართული პროექტის - „რობოტოკისა და ტექნოლოგიური მეწარმეობის სკოლა უფროსკლასელთათვის“ შუალედურ კონფერენციაზე იმყოფებოდა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, გუნდს ჭკვიანი სახლის კონცეპტის ასაგები სრული ელექტროსაინჟინრო კომპლექტი და მანქანა-რობოტი გადაეცა.
სკოლაში მოსწავლეებს წარმატებებს უსურვებს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.