ფერადი საშემოდგომო ღონისძიება ჩალაუბნის საჯარო სკოლაში
16-11-2023

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჩალაუბნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით საინტერესო აქტივობები ეწყობა.

ამჯერად, სკოლაში, დაწყებითი საფეხურის I-IV კლასის მოსწავლეებმა​ შემოდგომის ფერად და ბარაქიან სეზონს ღონისძიება მიუძღვნეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიებაზე თითოეულმა კლასმა წარმოაჩინა ინდივიდუალური შემოქმედებითი ნიჭი და უნარები.

ღონისძიება გაალამაზა ბავშვების მომზადებულმა ცეკვების, სიმღერებისა და ლექსების ნომრებმა.

აღსანიშნავია, რომ ზეიმი მშობლებისა და უფროსკლასელების აქტიური მონაწილეობით გაიმართა.

„დიდ მადლობას ვუხდით მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ასეთი ლამაზი დღისთვის და მასში აქტიური მონაწილეობისთვის!“, - ამბობენ სკოლაში.

მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203