ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა იზეიმეს.
სკოლაში მოეწყო შემოდგომის ნამდვილი დღესასწაული სახელწოდებით - „ჯადოსნური შემოდგომა“.
მასშტაბურ ღონისძიებაში ყველა კლასის მოსწავლე მონაწილეობდა. ბავშვებმა ღონისძიება მრავალფეროვანი და სახალისო ნომრებით გაალამაზეს და ასევე წარმოაჩინეს თავიანთი ნამუშევრები.
მოსწავლეებმა ღონისძიებაზე წარმოადგინეს თუ რაოდენ მრავალფეროვანია შემოდგომა, თავისი ფერთა სიუხვითა და ბარაქიანობით. ასევე ოსტატურად მორგეს სხვადასხვა როლი და შემოქმედებითი შესაძლებლობებიც წარმოაჩინეს.