საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებმა „აბო თბილელის წამების“ შესწავლისას მემუარული ტექსტი შექმნეს
16-11-2023

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო და წარმტაც სასწავლო პროცესს სთავაზობენ, რაც ბავშვების შესაძლებლობებსა და სწავლის სურვილზე დადებითად აისახება. 

სკოლის X კლასის მოსწავლეები ამჟამად „აბო თბილელის წამებას“ გადიან მრავალფეროვანი სასწავლო რესურსითა და აქტივობებით. 

„აბო თბილელის წამება“ („წამებაჲ წმიდისა და ნეტარისა მოწამისა ქრისტესისა ჰაბოჲსი“) — ქართული ჰაგიოგრაფიული თხზულება, რომელიც გაქრისტიანებული არაბი აბოს მოწამეობრივ აღსასრულზეა საინტერესო და შემოქმედებითი ნარატივით წარმოადგინეს X კლასის მოსწავლეებმა.

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის - ირინე კვანჭიანის მითითებით, შექმნეს მემუარული ტექსტი, რაც ძალიან საინტერესო და კრეატიული აღმოჩნდა მოსწავლეთა შემოქმედებითი მიდგომის თვალსაზრისით.

მოსწავლეებმა ნაწარმოების შესწავლისას ასევე იმუშავეს საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე და შექმნეს საინტერესო შემოქმედებითი პროდუქტი - პერსონაჟის უბის წიგნაკი, როგორც შინაარსობრივი, ასევე ესთეტიური კუთხით. უბის წიგნაკი დროსთან შესაბამისი დაძველებით, სხვადასხვა ინტერპრეტაციით წარმოადგინეს სკოლის მოსწავლეებმა.

პრეზენტაციაზე მკაფიოდ გამოიკვეთა ტექსტის ცოდნისა და გააზრების ხარისხი, კრიტიკული აზროვნება, პირადი მოსაზრებები, მსჯელობის კულტურა, ყველა ის ნიუანსი, რაც სწავლა-სწავლების პროცესში მკაფიოდ წარმოაჩენს მასწავლებლისა და მოსწავლის კოლაბორაციულ, შედეგზე ორიენტირებულ, ხარისხისნად დასრულებულ სამუშაოს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203