„ვკითხულობთ გალაკტიონს!“ - ქუთაისის N12 სკოლაში დიდი ქართველი პოეტის 131-ე დაბადების დღეს კონკურსი მიეძღვნა
16-11-2023

ქუთაისის N12 სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით სხვადასხვა მნიშვნელოვან მოვლენასა და თარიღს აღნიშნავენ.

გამონაკლისი არც გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღე ყოფილა. 

სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ორგანიზებით, გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 131-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კონკურსი „ვკითხულობთ გალაკტიონს“ ჩატარდა.

კონკურსში VII, VIII და IX კლასების მოსწავლეები: ბარბარე კორძაია, მარიამ გაჩეჩილაძე, მათე მიქაძე, ბაჩო კუპატაძე, ავთანდილ კოსტავა, ლუკა მშვენიერაძე, ბარბარე კალანდაძე, ანასტასია ყავლაშვილი, მარიამ დიდბარიძე, ნინო ფერაძე, მარინა ხოჯაშვილი, მარიამ ღვინიანიძე და დავით ჭუმბურიძე მონაწილეობდნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სკოლის ბიბლიოთეკაში პატარა მკითხველებმა დიდი პოეტის ლექსები შთამბეჭდავად წარმოაჩინეს, რამაც სასიამოვნო განცდა დაბადა თითოეულში.

მათ ასევე პოეტის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, რომლებიც შემდგომ ერთმანეთს გააცნეს.

ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის დასამახსოვრებელი, ინფორმაციული და შთაბეჭდილებით აღსავსე იყო.

შეგახსენებთ, რომ დიდი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე გალაკტიონ ტაბიძე 17 ნოემბერს, ჭყვიშში დაიბადა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203