„ჩვენ გვიყვარს კითხვა“ - ივანდიდის საჯარო სკოლაში, საგანმანათლებლო პროექტის პირველი ეტაპი ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეს მიეძღვნა
16-11-2023

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესში ჩართვისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობებს, პროექტებს სთავაზობენ. 

ამჯერად, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნინო უგულავა მე-2 კლასში პროექტს - „ჩვენ გვიყვარს კითხვა“ ახორციელებს.

პროექტის 1-ელი ეტაპი ცნობილი შვედი საბავშვო მწერლის - ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეს მიეძღვნა.

მე-2 კლასელები გაეცნენ ავტორს და გადაწყვიტეს ახლოს გაიცნონ მისი შემოქმედება. საწყის ეტაპზე, მათ, „სახურავის ბინადარი კარლსონისა“ და „პეპი გრძელწინდას“ - ერთობლივი წაკითხვა გადაწყვიტეს.

აქტივობაში ბავშვები დიდი მონდომებით ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ ცოდნა აიმაღლეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მწერლის კალამს ეკუთვნის ბავშვებისთვის საყვარელი ბევრი ნაწარმოები, მათ შორის, „პეპი გრძელწინდა“, „სახურავის ბინადარი კარლსონი“, „ლიონებერგელი ემილი“ და „ბიულერბიელი ბავშვები“.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს წიგნის კითხვის სიყვარულს უღვივებს,

იხილეთ ფოტოები:  

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203