„საკლასო ოთახის კარის საუკეთესო გაფორმება“ - დაბა კაზრეთის N2 სკოლაში სახალისო კონკურსი ჩატარდა
16-11-2023

ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან და საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ, რომლებშიც ისინი დიდი მონდომებით ერთვებიან.

​ამჯერად, სკოლაში „მათემატიკის დღესასწაული“ მოეწყო, რომლის ფარგლებშიც კონკურსი - „საკლასო ოთახის კარის საუკეთესო გაფორმება“ ჩატარდა.

მოსწავლეებმა შემოქმედებითი უნარები, შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. კონკურსში IX კლასმა გაიმარჯვა, რომლის დამრიგებელი დალი დალაქიშვილი გახლავთ, პედაგოგები კი - ნანა ბასილაშვილი და ჟანა რაზმაძე.

ეს დღე საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო როგორც მოსწავლეთა, ასევე პედაგოგთათვის.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203