ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში ჩატარდა 
16-11-2023

ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები არაფორმალური განათლების პროექტებში აქტიურად მონაწილეობენ. 

7 ნოემბერს, სკოლაში ჩატარდა გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა" შემოდგომის სეზონის შიდასასკოლო ჩემპიონატი ორ ასაკობრივ კატეგორიაში.

გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები - პირველი, მეორე, მესამე ადგილის მფლობელები.

U8 ასაკობრივ კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავეს გუნდებმა - „აია“ (მე-7ა კლასი - დამრიგებელი მერი სართანია) და „ლიდერები“ (მე-8ა კლასი - დამრიგებელი მაია რობაქიძე), მეორე ადგილის მფლობელი გახდა გუნდი „ნიკო ნიკოლაძის ხუთეული“ (მე-8ბ კლასი - დამრიგებელი ლელა ხარშილაძე), მესამე ადგილი გუნდი „ოქროს საწმისი“ (მე-7ბ კლასი - დამრიგებელი ირმა დვალიშვილი).

U12 კატეგორიაში პირველი ადგილი მოიპოვა გუნდმა „მეხუთე ელემენტი“ (მე-11ა კლასი - დამრიგებელი თამარ ხაჩიძე), მერე ადგილი გუნდმა „ძალა ერთობაშია“ (მე-9ა კლასი - დამრიგებელი გულნარა ლოლაძე) და მესამე ადგილი გუნდმა „გოუთები“ (მე-10ა კლასი - დამრიგებელი დარეჯან კუჭუხიძე).

გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდნენ სიგელებით, მათ მოიპოვეს რეგიონულ თამაშში მონაწილეობის უფლება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203