„ყვითელი ფოთლები“ - საინტერესო სადამრიგებლო საათი წაჩხურუს საჯარო სკოლის მე-3 კლასში
16-11-2023
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წაჩხურუს საჯარო სკოლის მესამე კლასში სადამრიგებლო საათი ხელოვნების მიმართ მოსწავლეთა სწორი დამოკიდებულების ფორმირებას, მათი შემოქმედებითი და თანამშრომლობითი უნარების განვითარებას დაეთმო. 

კლასის დამრიგებელმა - ირმა კანკიამ საინტერესო საქმიანობას გაუწია ორგანიზება. მესამე კლასში ჩატარდა სადამრიგებლო საათი წელიწადის დროსთან - შემოდგომასთან დაკავშირებით,  სახელწოდებით - „ყვითელი ფოთლები“. 

მოსწავლეებმა მუყაოსგან და ფოთლებისგან დაამზადეს „შემოდგომის სახლი“, დახატეს სხვადასხვა ხის ფოთლები, საკლასო ოთახში გააკრეს თავიანთი ნამუშევრები. მოუსმინეს გია ყანჩელის „ყვითელ ფოთლებს“. აღსანიშნავია, რომ აქტივობაში ჩართული იყო მეცხრე კალასის მოსწავლე საბა კალანდია.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ამ აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა თანამშრომლობითი უნარების გაღვივებას.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203