
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ საღამოს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა დიდი შემართებით დაიწყეს.
მასწავლებელმა - ჰასმიკ სლდოიანმა მოსწავლეებს მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული სახალისო გაკვეთილი ჩაუტარა.
პედაგოგმა მოსწავლეებს შესთავაზა არაერთი სასწავლო რესურსი, რაც მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა.
პატარები სასწავლო პროცესში ხალისით ჩაერთნენ, იაქტიურეს, ახალი ცოდნა შეიძინეს და წინასაანბანო პერიოდში ნასწავლიც შესანიშნავად წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ ჰასმიკ სლდოიანი მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციაზე ყოველთვს აქტიურად ზრუნავს და ბავშვებს მრავალფეროვან გაკვეთილებს სთავაზობს.
იხილეთ ფოტოები: