ნუკრიანის N2 საჯარო სკოლის​ მოსწავლეები ​საგანმანათლებლო კონკურსის ფინალისტები გახდნენ
16-11-2023

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ღონისძიებასა და კონკურსში აქტიურად მონაწილეობენ, სადაც წარმატებას აღწევენ.

ამჯერად, ისინი საგანმანათლებლო ღონისძიებაში ჩაერთნენ.

„როკო აკადემიამ“ 12 ნოემბერს, დაიწყო „HOUR OF CODE 2023-ის“ საქართველოს რეგიონული ფინალის პირველი რაუნდი, კახეთის რეგიონიდან, კერძოდ ლაგოდეხიდან, რომელშიც ნუკრიანის N2 სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

მე-6 კლასის მოსწავლე საბა ღლიღვაშვილი და მე-5 კლასის მოსწავლე გიორგი ჯანგულაშვილი აღნიშნული კონკურსის ფინალისტები გახდნენ. მათ შესაძლებლობები და უნარები შესანიშნავად გამოავლინეს, რისთვისაც დაჯილდოვდნენ.

სკოლაში წარმატებებს უსურვებენ როგორც მოსწავლეებს, ასევე მათ მასწავლებელს - ლია სუთიაშვილს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203