ზუგდიდის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტუალურ კონკურსზე ღირსეულად წარდგნენ
16-11-2023

ზუგდიდის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტუალურ და შემეცნებით შეჯიბრებებში აქტიურად მონაწილეობენ, სადაც წარმატებას აღწევენ.

ამჯერად, სკოლის მე-10 და მე-10 კლასების მოსწავლეები თანასწორობის შესახებ, გამართულ ინტელექტუალურ თამაშში ჩაერთნენ.

თამაში, 4 ნოემბერს, ევროპის საბჭოსა და პარტნიორი ორგანიზაციების ორგანიზებული თანასწორობის კვირეულის ფარგლებში, მანდატურის სამსახურის ორგანიზებითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ჩატარდა.

ბავშვებმა ამ დღეს შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს და სკოლა ასახელეს.

„მოსწავლეები სკოლის სახელით, შეჯიბრებაზე ღირსეულად წარდგნენ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლას ინტელექტუალურ თამაშში წარმატებული მონაწილეობისთვის სერტიფიკატი გადაეცა. 

მოსწავლეთა წარმატებას სკოლაში მუდამ მხარს უჭერენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203