თეთრიწყლების საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები მირზა გელოვანის მემორიალურ სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ
16-11-2023
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრიწყლების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, მათ დირექცია და პედაგოგები საინტერესო გასვლით აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის დირექტორი ასმათ არაბული, მოსწავლე-მასწავლებლები და დამრიგებელი მაია არაბული თიანეთში, მირზა გელოვანის მემორიალურ სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ.
მოსწავლეები, როგორც გვიყვებიან, აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ, მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზებისა და დიდი პოეტის ხელშენავლები ნივთების დათვალიერებისას.
მათ აღნიშნულ მუზეუმში გულთბილი დახვედრა მოუწყვეს.
დახვედრით გახალისებულმა მოსწავლეებმა კი, როგორც სკოლაში გვიყვებიან, განსაკუთრებულად წაიკითხეს მირზას გელოვანის ლექსები.
ღონისძიება ეზოში გაგრძლელდა, სადაც ბავშვებმა ძალიან ბევრი, მათთვის საინტერესო შეკითხვა დაუსვეს მასპინძლებს.
საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში დიდხანს გაგრძელდა.
ისინი მასპინძლებს დაჰპირდნენ, რომ კვლავ ეწვევიან მუზეუმში.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესს მეტად მრავალფეროვანსა და საინტერესოს ხდის.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს