ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მედიაწიგნიერების დღე საინტერესოდ აღინიშნა
16-11-2023

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მრავალმხრივი განვითარების მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში, კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელმა - თამთა გაჩეჩილაძემ მე-6 , მე-6 და მე-6 კლასებში მედიაწიგნიერების დღე აღნიშნა.

მედიაწიგნიერებისადმი მიძღვნილი დღის ფარგლებში, მასწავლებელმა მოსწავლეებთან ერთად, იმსჯელა მედიაწიგნიერების მნიშვნელობასა და ყალბი ინფორმაციის მავნე ზეგავლენის შესახებ.

მათ განიხილეს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი მედიწიგნიერებაში კრიტიკული აზროვნება, რას ნიშნავს ფოტომანიპულაცია.

„ამასთან ერთად, მან „ComCom-ის“ მიწოდებული საგანმანათლებლო რესურსების გამოყენებით, მრავალფეროვანი აქტივობები განახორციელა. მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთვენ „millab-ის“ თამაშებში - „დაამარცხე დოქტორ ფეიკი“ და „გაზომე სიმართლე საკუთარი ცხვირით“, - გვიყვებიან სკოლაში.

აღნიშნული კლასების დამრიგებლები: ლ.რობაქიძე, დ.ნემსაძე და შ.კოხრეიძე არიან.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს, რაზეც სკოლა აქტიურად ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203