VI კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი სასცენო დებიუტი - იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლის სააქტო დარბაზში „ბოშები“ დაიდგა
16-11-2023

იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში შემოქმედი მოსწავლეები იზრდებიან. მათი უნარების განვითარებაზე სკოლაში აქტიურად ზრუნავენ, რაც ბავშვების შესაძლებლობებზე დადებითად აისახება. 

ქუთაისის N2 სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ანა გოგავა) სკოლის სააქტო დარბაზში გაითამაშეს სპექტაკლი - „ბოშები“. სპექტაკლი ნოდარ დუმბაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით დაიდგა. 

მოსწავლეებმა სახასიათო როლებით, ცეკვებითა და სიმღერით დიდი სიამოვნება მიანიჭეს დამსწრე საზოგადოებას.

წარმოდგენას ესწრებოდნენ მიწვეული სტუმრები. მათ შორის ყველასათვის პატივსაცემი და საამაყო მსახიობი ავთანდილ სახამბერიძე, რომელმაც წარმოდგენის დასრულების შემდეგ შეაფასა სპექტაკლი და მოსწავლეებს სასცენო დებიუტი მიულოცა. 

დამწყებ მსახიობებს წარმატებული სპექტაკლი მიულოცეს სკოლის დირექტორმა - მურად ჯიშკარიანმა, პირველმა მასწავლებელმა - ნათია დევიძემ, სკოლის მასწავლებლებმა, წარმოდგენაზე სპეციალურად მიწვეულმა მერვეკლასელებმა, რომლებიც პროგრამულად გადიან ნოდარ დუმბაძის აღნიშნულ მოთხრობას. მათთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო სცენაზე წარმოდგენილი ნაწარმოები.

სკოლის დირექცია მეექვსეკლასელებსა და მათ მასწავლებელს წარმატებას კიდევ ერთხელ ულოცავს. 

„სკოლის სახელით ვულოცავთ ანა მასწავლებელს და მის მოსწავლეებს ულამაზესი დღის წარმატებით ჩავლას!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203