ჯიხანჯურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნოდარ დუმბაძის „ხაზარულა“ მრავალფეროვანი აქტივობებით შეისწავლეს
16-11-2023
ომარ ასლანიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მასში ჩართულობის გაზრდის მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

მოსწავლეებმა ნოდარ დუმბაძის ნაწარმოები - „ხაზარულა“ შეისწავლეს, რომელთან დაკავშირებითაც, კლასში პედაგოგის დახმარებით საინტერესო აქტივობები განახორციელეს.

მოსწავლეებმა გაკვეთილზე საპრეზენტაციო ნამუშევრები - ხელით შექმნილი ნახატები და საინტერესო იდეები წარადგინეს. მათ ასევე, მოიძიეს გურული დიალექტები და პარალელი გაავლეს აჭარულ დიალექტებთან.

„ბავშვებმა იხალისეს გურული ბებოს წყევლითაც და ლოცვითაც. ყურადღება გაამახვილეს ცრუ რწმენებზეც ასე, რომ ხაზარულას თავგადასავალი მეტად საინტერესო, ხალისიანი და სევდანარევი ემოციებით დატვირთული აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის“, - გვიყვებიან სკოლაში.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ მოსწავლე-მასწავლებლებისვის თითოეული გაკვეთილი ღირებული და მნიშვნელოვანია.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203