დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნიკოლოზ ბარათაშვილის პოემის მიხედვით, საინტერესო პოსტერი შექმნეს
16-11-2023

დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

ამჯერად, საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე ქართულ ენასა და ლიტერატურის შესწავლისას IX კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს.

დავალების პირობა იყო ნიკოლოზ ბარათაშვილის პოემის - „ბედი ქართლისა“ მიხედვით პოსტერის შექმნა.

მოსწავლეებმა დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით გაართვეს თავი. 

ბავშვებმა აღნიშნულ დავალებაში წარმოადგინეს:

ა)ნაწარმოებში ასახული ეპოქა;

ბ)ისტორიული რეალობა;

გ)ნაწარმოების შექმნის კონტექსტი;

დ)პრობლემის აქტუალურობა.

მეცხრეკლასელებმა გამოიყენეს ვიზუალური ეფექტები, ფოტოები, სიმბოლოები, ილუსტრაციები.

მოსწავლეთა ქართულ ენასა და ლიტერატურის მასწავლებელი ანანო ბაქრაძე გახლავთ, რომელიც მოსწავლეებს საგნის შესწავლისას მრავალფეროვან და საინტერესო აქტივობებსა და სასწავლო მეთოდებს სთავაზობს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203