ფერადი საშემოდგომო ღონისძიება ეწერის საჯარო სკოლაში
16-11-2023

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარების მიზნით, საინტერესო აქტივობებსა და ღონისძიებებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება ჩატარდა, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

მე-5 და მე-6 კლასების მოსწავლეებმა, დამრიგებელ მზია კაპანაძესთან ერთად, ბარაქიან და ხვავიან შემოდგომას მრავალფეროვანი აქტივობები მიუძღვნეს.

მათ ასევე სკოლის სივრცე ლამაზად, შემოდგომის ფერებით მორთეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

ეს დღე საინტერესო, დასამახსოვრებელი და ნაყოფიერი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203