„შემოდგომის ფერებით“ - მრავალფეროვანი ღონისძიება აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში
16-11-2023

აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები ბავშვებს საინტერესო, მრავალფეროვან ღონისძიებებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში საინტერესო ღონისძიება - „შემოდგომის ფერებით“ ჩატარდა.

როგორც დირექტორის მ/შ ნატო ესართია აღნიშნავს, შემოდგომის ნობათით გაფორმდა სკოლის სააქტო დარბაზი. ღონისძიებაზე მოსწავლეებმა თავიანთი ნახატები წარადგინეს. დაწყებითი კლასის მოსწავლეები კი ლამაზად მორთულნი წარდგნენ სცენაზე - მათ დამსწრე საზოგადოებას ლექსებითა და სიმღერებით მიულოცეს შემოდგომის დღესასწაული.

„პირველკლასელებმა, ხელოვნების პედაგოგ ნანი მასწავლებელთან ერთად, დიდი ინტერესითა და ხალისით ამოავლეს ჩურჩხელა“, - გვიყვებიან სკოლაში.

ღონისძიებამ სახალისოდ და საინტერესოდ ჩაიარა.

„შემოდგომა წელიწადის ფერადი და საოცარი დროა. განსაკუთრებით ლამაზია შემოდგომის ბუნება, ხეები ფერს იცვლიან, ხილი მწიფდება, ყურძენს კრეფენ“, - ეს სიტყვები უძღვოდა აღნიშნულ დღეს.

სკოლის დირექცია დიდ მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორს, ხელოვნების მასწავლებელ ვენერა (ნანი) ესართიას და დეკლამატორებს - დიანა ძანძავას,  ელიზაბედ ესართიას.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203