ურავის საჯარო სკოლამ გარემოსდაცვით პროექტში მოპოვებული გრანტით ნარჩენების დასახარისხებელი ურნები შეიძინა
15-11-2023

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები ეკოლოგიაზე აქტიურად ზრუნავენ და ამ მიმართულებით განხორციელებულ სხვადასხვა საინტერესო პროექტში აქტიურად ერთვებიან. 

ამჯერად, სკოლის მოსწავლეებმა გარემოსდაცვით პროექტზე -  „Waste management in our village - ნარჩენების მართვა ჩემს სოფელში“ იმუშავეს.

პროექტის ფარგლებში, სკოლამ როგორც ეკოსკოლამ, პროექტით მიღებული გრანტით, ნარჩენების დასახარისხებელი ურნები შეიძინა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, საერთაშოროსო ორგანიზაციას, გარემოსდაცვითი განათლების  ფონდს (Foundation for Enviromental Education) საგანმანათლებლო გრანტების კონკურსი ჰქონდა, რომელიც წრიული ეკონომიკის პროექტებისთვის გამოაცხადა.

სწორედ, ურავის სკოლის პროექტი მოხვდა 60 საუკეთესო განაცხადს შორის.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალხმრივ განვითარებას ხელს უწყობს, რაზეც სასკოლო საზოგადოება ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203