
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის საჯარო სკოლაში, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა მრავალფეროვანი ღონისძიება მოაწყვეს.
ღონისძიება, დამრიგებლებთან ერთად, დირექციის მხარდაჭერითა და მშობელთა აქტიური ჩართულობით ტრადიციულად, მხიარულად წარიმართა. ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი სპეცპედაგოგები და სსსმ მოსწავლეები.
მრავალმხრივ ნიჭიერმა მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას, ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები შესთავაზეს, შემოდგომას კი მხატვრულად წაკითხული ლექსები მიუძღვნეს.
ღონისძიებამ დიდი შთაბეჭდილებებით აავსო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები.
იხილეთ ფოტოები: