„გამოცნობანა“ - ანდეზიტის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
15-11-2023

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდეზიტის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ინტელექტუალურ და შემეცნებით კონკურსში აქტიურად მონაწილეობენ.

ამჯერად, ისინი ინტელექტუალურ თამაშში: „გამოცნობანა“ ჩაერთნენ, რომლის ორგანიზატორი ნათელა გელაშვილი-დუგაროვი იყო.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, თამაშის მიზანი საქართველოს ხუროთმოძღვრული ძეგლების გაცნობა და საქართველოში მოგზაურობა იყო.

აღნიშნულ თამაშში, მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები იყვნენ ჩართულნი.

მათ შეჯიბრისას შემდეგი მეთოდი: „რითმული გამოცანებით ხუროთმოძღვრული ძეგლების გამოცნობა, გამოიყენეს. მოსწავლეებმა შეჯიბრებაში, ასევე ქართული ენის, ისტორიის, მუსიკის, გეოგრაფიის, ხელოვნების საგანთა ცოდნა გამოავლინეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203