წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მეცხრეკლასელებმა დიდი საზოგადო მოღვაწეების შემოქმედება გააცოცხლეს
15-11-2023

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის IX კლასში, ქართველი საზოგადო მოღვაწეებისადმი მიძღვნილი საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა. 

მოსწავლეებისთვის, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი, რომელსაც საგნის მასწავლებელი თამარ გრიგოლია ხელმძღვანელობდა, დასამახსოვრებელი და ინფორმაციული აღმოჩნდა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა, შეძენილ ცოდნასა და მოძიებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ისაუბრეს ქვეყნის ღირსეულ თანამემამულეთა ღვაწლსა და დამსახურებაზე ერის წინაშე. 

მოსწავლეებმა, წარმოადგინეს პრეზენტაციები ექვთიმე თაყაიშვილის, ილია ჭავჭავაძის, გაბრიელ ეპისკოპოსის, რეზო თაბუკაშვილის, ივანე ზურაბიშვილისა და გიორგი შატბერაშვილის შესახებ და კიდევ ერთხელ, ერთხმად აღნიშენს, რომ „კარგ ქართველთა ხსოვნას გადაშენება არ უწერია!“. 

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203