ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მეხუთეკლასელებისთვის ბოტანიკურ ბაღში სასწავლო ექსკურსია მოეწყო
15-11-2023
ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები, სასწავლო ექსკურსიით ბოტანიკურ ბაღში იმყოფებოდნენ. 

გასვლითი ღონისძება 8 ნოემბერს, ბუნებისმეტყველების პედაგოგმა ხათუნა ჩუბინიძემ და კლასის დმარიგებელმა თინათინ ჩაჩავამ მოაწყვეს. 

სასწავლო ექსკურსიის ფარგლებში, მოსწავლეები გაეცნენ მცენარეთა მრავალფეროვნებას, მათ დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს და განსაზღვრეს თუ როგორ ეგუებიან ისინი თავიანთ საცხოვრებელ გარემოს.

ასევე, ბავშები დააკვირდნენ მცენარეთა განლაგებას იარუსების მიხედვით და იმსჯელეს ამის მიზეზებსა და მნიშვნელობაზე.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ენდემურ და „წითელ წიგნში“, შემავალ მცენარეებზე.

ექსკურსიაზე მიღებული შთაბეჭდილებები მოსწავლეებმა წერილობით და ზეპირი პრეზენტაციების სახით წარმოადგინეს სადამრიგებლო საათზე.

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203