„ოქროსფერი შემოდგომა“ - შთამბეჭდავი ღონისძიება მარაბდის საჯარო სკოლაში
15-11-2023

9 ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლაში, შთამბეჭდავი ღონისძება - „ოქროსფერი შემოდგომა“, გაიმართა.   

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში, დაწყებითი კლასების მოსწავლეები დიდი შემართებით, ინტერესითა და ამაღლებული განწყობით მონაწილეობდნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეთა შემოქმედებითი შესაძლებლობების წარმოჩენა და კრეატიული უნარების განვითარება. 

შემოდგომის ფერებით მორთულ გარემოში, მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, მუსიკალური ნომრები შეასრულეს და სასკოლო საზოგადოებას მინი სპექტაკლი წარუდგინეს. 

დღე ემოციებით დატვირთული, ხალისიანი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203