ფერადი საშემოდგომო ღონისძიება მარნეულის N4 საჯარო სკოლაში
15-11-2023
მარნეულის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში საინტერესო ღონისძიებები და აქტივობები იმართება.
ამჯერად, სკოლაში მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით საშემოდგომო ღონისძიება ჩატარდა.
სკოლა ბავშვებმა პედაგოგთა დახმარებით, ლამაზად, „შემოდგომის ფერებში“ მორთეს. მათ ასევე სეზონური ხილით „შემოდგომის კუთხე“ მოაწყვეს და დრო ხალისიანად გაატარეს.
აქტივობაში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
ეს დღე ერთ-ერთი დასამახსოვრებელი და გამორჩეული იყო მათთვის.