ღურტის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონმა“ დააჯილდოვა
15-11-2023

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტის საჯარო სკოლის 15 მოსწავლე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა.

დისტანციური კონკურსის პირველი ეტაპის მონაწილეებს - ლუკა ღორჯომელაძეს (VIII კლასი), მამუკა იაკობაძეს (VIII კლასი), ნიკა იაკობაძეს (IX კლასი), ნინი იაკობაძეს (IX კლასი), ნინი გელაძეს (IX კლასი), რამაზ ღორჯომელაძეს (IX კლასი) ემზარ მიქელაძეს (X კლასი), დიანა ღორჯომელაძეს (X კლასი), მაგდა იაკობაძეს (X კლასი), ეკა ღორჯომელაძეს (X კლასი), მარიკა ღორჯომელაძეს (X კლასი), ნიკა გელაძეს (XI კლასი), სალომე გელაძეს (XI კლასი), გია ხოზრევანიძესა (XI კლასი) და არჩილ პაქსაძეს (XI კლასი) „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელები მიენიჭათ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ 2023 წლის შემოდგომის პერიოდის ფარგლებში დისტანციურ რეჟიმში გრძელდება.

სახალხო პროექტის უცვლელი მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

ხულოს მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის ინტელექტუალური კონკურსის პირველი ეტაპი14 ნოემბერს ჩატარდა. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტივაცია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203