„მათემატიკური კანონზომიერებები“ - ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლაში საინტერესო სემინარი ჩატარდა
15-11-2023

ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. მასწავლებლები მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლებისა და საგაკვეთილო პროცესის  გამრავალფეროვნების მიზნით, საინტერესო აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში, პედაგოგ როლანდ აბულაძის ორგანიზებით ჩატარდა სემინარი თემაზე - „მათემატიკური კანონზომიერებები“, რომელსაც  ამავე სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები  ესწრებოდნენ.

აღნიშნულ სემინარზე სასკოლო საზოგადოებამ სოფელ სამების საჯარო სკოლის მასწავლებელი და მოსწავლეები მიიწვია. ისინი პედაგოგის საუბარს დიდი ყურადღებითა და ინტერესით უსმენდნენ.

დღე საინტერესო, ინფორმაციული და დასამახსოვრებელი იყო მოსწავლე-მასწავლებლებისთვის.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203