შილდის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლებს ღონისძიება მიუძღვნეს
15-11-2023
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის N2 საჯარო სკოლაში პედაგოგის როლი და ღვაწლი დაფასებულია.

სწორედ ამიტომ, სკოლაში, მასწავლებლის ეროვნული დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში სხვადასხვა სახის, მრავალფეროვანი ღონისძიება ჩატარდა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

ბავშვებმა ღონისძიებაზე იმღერეს, იცეკვეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და ასე მიულოცეს პედაგოგებს მასწავლებლის ეროვნული დღე. ბავშვებმა ასევე საყვარელი პედაგოგები დაახასიათეს და მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.

დღე საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

შეგახსენებთ, რომ მასწავლებლის ეროვნული დღე საქართველოში წელს დაწესდა და ყოველწლიურად, 27 ოქტომბერს - ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის - იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203